ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ხუდავოდის ქუჩაზე,10 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს

დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....