ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ” – მეზვრიშვილი

ე.წ. ქუჩური გარჩევები გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისას.

ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების, კითხვებს უპასუხა.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც როგორც ჩანს, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. „ქუჩური გარჩევები“ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. – განაცხადა მეზვრიშვილმა.

„ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს. ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....