ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და თავადაც განიცდის მომხდარ ფაქტს.
როგორვ მან მან On.ge-ს განუცხადა, თავად დეპუტატის პოსტი არ უნახავს.
“მე პირადად პოსტი არ მინახავს. ვესაუბრე ქალბატონ ნანას და აღნიშნა, რომ მან არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ და თავადაც განიცდის მომხდარ ფაქტს. რამდენადაც ვიცი, ოჯახს თავადაც მიუსამძიმრა და ბოდიშიც მოხადა. მეც პირადად ვუსამძიმრებ ოჯახს ამ საშინელი ტრაგედიის გამო”, — ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.
მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.