ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორიდან ჯარში 137 ადამიანი უნდა გაეწვიათ – 130 წვევამდელმა “გირჩის მოწმობა” წარადგინა

“მხოლოდ საგაზაფხულო გაწვევაზე “გირჩის” ე.წ. მოწმობა 130 წევევმდელმა წარადგინა”, – ამის შესახებ რადიო მოზაიკას გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა.

ვალერი რევაზიშვილის თქმით, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობების საშუალებით არიდებენ თავს.

“სამხედრო – სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულოდ 137 წვევამდელი გავიწვიეთ. ძალიან ხშირია , როდესაც ახალგაზრდები გირჩის მოწმობით მოდიან და რა თქმა უნდა თავისუფლდებიან სავალდებულო სამსახურიდან. საგაზაფხულო გაწვევაზე 130 – მდე ახალგაზრდამ წარმოადგინა გირჩის ე.წ. მოწმობა“ – განაცხადა ვალერი რევაზაშვილმა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....