ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რომან კაკულია: ვერ ვიტყვი, რომ ლარის კურსი საგანგაშოა და არ აქვს ბაზრის მიერ თვითონ დარეგულირების პერსპექტივა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მომავალ კვირაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან შეხვედრა დაიგეგმოს.

მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს.

“20 პუნქტიანი ცვლილება 10 და 15 პუნქტიანი ცვლილებისგან განსხვავდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს, ჩემი აზრით, ეს პროცესი. ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას, ეს საგანგაშოა და მას არ აქვს ბაზრის მიერ თვითონ დარეგულირების პერსპექტივა. ნამდვილად აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რა ფორმატში მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესებთან ვაქვს საქმე. თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მეტი სიმშვიდე და სიცხადე შემოვიდეს საზოგადოებაში. მე ჯერ არავის არ ვიბარებ, უბრალოდ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა აი ამ პუნქტით, ე.წ. 20 პუნქტამდეა დღეს უკვე, დაახლოებით, ცვლილება, თუ ეს ტენდენცია მზარდი იქნება, ინფორმირებულობა ყოველ შემთხვევაში მეტია საჭირო,“ -განაცხადა რომან კაკულიამ.

იტვირთბა....