ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქე გაასახლეს.
გავრცელებული ცნობით, ამავე შენობას თავს ქართველი კრიმინალები აფარებდნენ.როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, მიტოვებულ შენობაში რამდენიმე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
პოლიციის ინფორმაციიის, შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.
ესპანური მედიის ცნობით, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სულ გამოსახლებას დაექვემდებარა 119 ადამიანი. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.
აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.