სამშენებლო მტვერი და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები – ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რის გამოც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
თემაზე ანგარიში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოამზადა. მათ მთავრობის მისამართით 40 რეკომენდაციაც შეიმუშავეს.
ერთ-ერთი რეკომენდაციაა სახელმწიფო უწყებების გადასვლა ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდულ ავტომობილებზე:
„მოქალაქეებს ეს ყველაზე ბოლოს უნდა მოვთხოვოთ, დიახ უნდა გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებზე მინისტრები, მოადგილეები. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ყველა სამმართველოს ხელმძღვანელს მანქანა ჰქონდეს. ჩვენი რეკომენდაციაა შემუშავდეს გეგმა, რომელიც იქნება ვადებში გაწერილი“ – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა
თემატური ჯგუფი კვლევაზე 1 წელი მუშაობდა.