ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტოჩინოშინს გამარჯვება წაართვეს” – იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო

ტოჩინოშინს ასანოიამასთან სკანდალურად ცნობილ შეხვედრაში გამარჯვება წაართვეს – ამის შესახებ განაცხადება იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ გააკეთა.

„მსაჯების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია“, – ასე წერია ასოციაციის დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

ასანოიასთან გამარჯვების შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკი ხდებოდა და მეტოქეს მოგებათა რაოდენობით უთანაბრდებოდა, რაც მას ბაშოზე გამარჯვების რეალურ შანსს უტოვებდა. თუმცა, არბიტრების საბჭომ, 6-წუთიანი თათბირის შემდეგ, ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალა, რადგან მათი აზრით, ქართველმა სუმოისტმა დოჰიოდან ქუსლი გადააბიჯა.

მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა მიზანს მომდევნო შეხვედრაშივე მიაღწია და იოკუძუნა კაკურიუს დამარცხებით ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

იტვირთბა....