საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები – ამ სათაურით აქვეყნებს Forbes Georgia საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადებულ რეიტინგს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ფინანსური სექტორის მიღმა საქართველოს 100 უმსხვილესი ბიზნესის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 18 მილიარდი ლარია, უმსხვილესი 150 კომპანიის შემოსავალი კი 20.4 მილიარდ ლარს შეადგენს – რაც 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების 54%-ია.
“უმსხვილესი კომპანიების რეიტინგისგან განსხვავებით, რომელშიც კომპანიები აქტივების ღირებულების, შემოსავლებისა და წმინდა მოგების საფუძველზე შემდგარი ინდექსის მიხედვით არიან დალაგებული, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგი მხოლოდ შემოსავლის მიხედვით არის შემდგარი. სიაში 150 კომპანია შედის”, – ვკითხულობთ Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
პირველ ათეულში არიან:
- შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია”
- სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
- შპს “პსპ ფარმა ჯგუფი”
- “ჯიპისი”
- შპს “მაგთიკომი”
- სს “თელასი”;
- სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”
- შპს “ტოიოტა კავკასიის ჯგუფი”
- შპს GDI
- “კარფური”
კვლევის რედაქტორები: შოთა ტყეშელაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მაია მირიჯანაშვილი.
რეიტინგის სრული სია იხილეთ ბმულზე: საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები