ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ბარსელონაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე – 30, 26 და 25 წლის მამაკაცები დააკავეს.

ისინი ძარცვის 22 ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები მაღაზიებს, რესტორნებს, აფთიაქებს, სალონებსა და სხვა დაწესებულებებს ძარცვავდნენ.

კატალონიის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. სამივე დაკავებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იტვირთბა....