ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 27 მაისს მიღებული დადგენილების თანახმად, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი დაჯდება.
უკვე ცნობილია არჩევნების ჩატარების თარიღიც – მთაწმინდის მოსახლეობამ ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის არჩევანი 9 ივნისს უნდა გააკეთოს.
შეგახსენებთ, ლადო კახაძე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატია, შალვა შაგულიძე კი ბლოკ “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების”.