ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„ზელენსკი – ეს არის დიდი შანსი უკრაინისთვის” – სააკაშვილი

„ხვალ ვბრუნდები უკრაინაში. ძალიან მომენატრა და მივფრინავ კიევში“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა “РБК”-ის ჟურნალისტებთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკისა და მის გუნდს.

ზელენსკის მიერ გამოცემულ ბრძანებას, სააკაშვილმა „ახალი თაობის გაბედული გადაწყვეტილება“ უწოდა.

„ზელენსკი – ეს არის დიდი შანსი უკრაინისთვის, ახალი ლიდერი პოსტსაბჭოტა სივრცეში. მისი ქმედებები უნდა წახალისდეს. მე მხარს ვუჭერ ზელენსკის და მის გუნდს. არ მაქვს პროფესიული ამბიციები, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გავაგრძელებ ბრძოლას კორუფციის, ოლიგარქატის, უსამართლობის წინააღმდეგ უკრაინაში, საქართველოში და ყველგან“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....