დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით, ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო.
დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12, მე-2 კვარტლის მე-11, მე-4 კვარტლის მე-12, მე-5 კვარტლის მე-13 და 24-ე ა კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-5 ა, მე-7 და მე-15 კორპუსებთან, აკაკი წერეთლის გამზირის N55 ზ და ნინო ჯავახიშვილის ქუჩის N2 კორპუსებთან არსებულ მონაკვეთზე მოეწყო კაუჩუკის რბილი საფარი, ტერიტორია შემოისაზღვრა ბორდიურით, სავარჯიშო ზონა გადაიხურა და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი დამონტაჟდა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 176 536 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა.
დიდუბის რაიონის გამგეობა ფიტნეს ზონების მოწყობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მოსახლეობის მოთხოვნით, მიმდინარე წელს ტრენაჟორები ათ მისამართზე დამონტაჟდა, უახლოეს პერიოდში კი რაიონს დამატებით, ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე შეემატება.