საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “ორბი ჯგუფ ბახმაროს” კურორტ ბახმაროში მიწის ნაკვეთები (საერთო ფართობი 43 269 კვ.მ.-ია.) საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობად კომპანიას განესაზღვრა, რომ არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში ამ მიწის ნაკვეთებზე უნდა ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროებს, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.
საპრივატივაზიო პირობები კომპანიიისგან 50 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ეკრძალება კომპანიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო” 2018 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ზვიად ზოიძეა, ხოლო დირექტორი – ირაკლი კვერღელიძე. ირაკლი კვერღელიძემ „ქართულ ოცნებას” 2014 წელს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 25 000 ლარი.