ლონდონის “არსენალს” ბაქოში გასამართ უეფა-ს თასის ფინალზე სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი დააკლდება.
გავრცელებული ინფორმაციით, “არსენალის” ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა და გასახურებელი ვარჯიშების შესრულება სპეციალური მაისურებით სურდათ, რომელსაც ზურგზე მხითარიანის გვარი ეწერებოდა.
უეფა-მ “არსენალის” ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტოვებს ევროპის ლიგის ფინალს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს. კლუბის ხელმძღვანელობამ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მხითარიანი ლონდონში დატოვა.