“შალვა შავგულიძე იყო წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის ყველაზე მწვავე ოპონენტი იმ საქმეში, რომელიც ყველაზე დიდი სირცხვილია იმ გუნდის, რომელსაც წარმოვადგენდი – ყველაზე მძიმე პოლიტიკური დანაშაული და სირცხვილი. ეს კაცი მერე თქვენს გუნდში იყო და დაინახა მანამ, სანამ სარალიძის საქმე მოხდებოდა, სანამ ურემი გადატრიალდებოდა, რომ ქვეყანა თქვენ და ივანიშვილს არასწორი გზით მიგყავდათ და პრინციპულად დაგშორდათ. შემდეგ შავგულიძემ იმ გუნდთან იპოვა საერთო ენა, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. შავგულიძე მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აღიარებს ამას და აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რათა მეტი ასეთი ამბები აღარ ხდებოდეს არც ერთი ხელისუფლების პირობებში. რამდენადაც სამართლიანია ჩემს მიმათ პრეტენზია, რომ მაინც არ გპატიობთ და თქვენი ბრალია, იმდენად უზნეოა შავგულიძის მიმართ ამ ტალახის გამოყენება და თან ვისგან? ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო ბოლო წამამდე. თავის კარიერა იქ მიღწეული ურთიერთობებით ააწყო და მერე ახალ მთავრობაში გადახტა. კახი კალაძე – ფინანსრუი პრობლემა რომ არ ქონოდა, სააკაშვილის სახე იყო არჩევნებში. ლადო კახაძე თქვენი კანდიდატი – ყველა მთავრობის მედროვე. უსინდისო და უპრინციპო ხალხი მორალს უკითხავს შავგულიძეს”
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია; პარლამენტში გამოსვლის დროს;