ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონორებთან გვაქვს საკოორდინაციო შეხვედრა შრომით უფლებებთან, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე დღეს შრომის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.

როგორც პარლამენტის თავჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია, კომპლექსურად დავგეგმოთ შესაბამისი საპარლამენტო აქტივობები.

„დონორებთან გვაქვს საკოორდინაციო შეხვედრა სწორედ შრომით უფლებებთან, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მიზანი არის, რომ კომპლექსურად დავგეგმოთ შესაბამისი საპარლამენტო აქტივობები, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე. ასევე, საუბარია ზედამხედველობის ფუნქციის უფრო აქტიურად შესრულებაზე პარლამენტის მხრიდან. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დონორების დახმარებას, დონორების მხარდაჭერას და ზუსტად ამას დავგეგმავთ ყველა ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....