“ნებისმიერი საზოგადო, სამოქალაქო მოღვაწის მოვალეობაა ებრძოლოს მოქმედი ხელისუფლების ძალადობას. ამ ბრძოლის შედეგად იცვლებიან ხელისუფლებები. დღეს საზოგადოების მოვალეობა დღევანდელი ხელისუფლების კონტროლია და არა გუშინდელზე ვიშვიში. თუ ვინმე დასჯილი არ არის, ესეც ხელისუფლების პრობლემაა და არა საზოგადოების. ასე რომ, შავგულიძე ასრულებდა და ასრულებს თავის ფუნქციას, ებრძვის უსამართლობას. თუ მის გვერდზე ამ ბრძოლაში ვინმე დამნაშავე აღმოჩნდა, ეს მისი კი არა, იმ ხელისუფლების იმპოტენციის შედეგია, რომელიც მას საყვედურობს. განსაკუთრებით გულისამრევია იმ ხალხის ქილიკი, რომელიც მაშინ ქილერის პროფესიას ეუფლებოდნენ და დღეს კეთილშობილ ასულთა გიმნაზიის კურსდამთავრებულებად ასაღებენ თავს”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი; სოციალური ქსელი;