ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით გარეჯის შესახებ კომენტარს აკეთებს

“ქეშიკჩიდაღის“ საზღვრის მონაკვეთი დაცულია აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო სამსახურების მიერ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვმა, აზერბაიჯანულ მედიასივრცეში განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო ავტომატურად გახდნენ იმ ადმინისტრაციული საზღვრების სამართალმემკვიდრეები, რომლებიც მათ შორის არსებობდა. შედეგად, ეს გახდა სახელმწიფო საზღვრები და მათზე კონტროლი დაიწყეს ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებმა.

„ქეშიკჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე მღვიმეებისკენ გადაადგილება, ქართული მხარის მოთხოვნით და ურთიერთ შეთანხმებით, ქართველი მომლოცველების მიერ ხდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ. ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება სამეურნეო და სხვა სამუშაოებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

იტვირთბა....