ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს დღეს ორი მუშა დაშავდა.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.
მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.