ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაჩო ახალაია არ ვიცი, ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს” – შავგულიძე

ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა, რა მუხლით იხდის სასჯელს და, აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არ ის პოლიტპატიმარი, – უპასუხა ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ შეკითხვას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას პატიმრობასთან დაკავშირებით

„ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ეს თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავად ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მის მიმართ გამოყენებული მოქმედებები არ იყო განპირობებული მართლმსაჯულებიდან გამომდინარე”,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი კი 2013 წელს დააკავეს. ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყ

იტვირთბა....