შალვა შავგულიძისა და ოთარ კახიძის მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითვალისწინებს, კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს შალვა შავგულიძეს, გამოეხატა მას თავისი მოსაზრება, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი. შალვა შავგულიძის თქმით, სხდომის დღის წესრიგში ვანომერაბიშვილის საკითხი არ იდგა.