ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შავგულიძის თქმით, მას მხარს სააკაშვილთან ერთად, მარგველაშვილიც უჭერდა

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულძის განცხადებით, მისი კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა არა მარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და სხვებმა: დავით ბერძენიშვილმა, თინა ხიდაშელმა, ირაკლი ალასანიამ და ა.შ.

„ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკა იმდენად არასწორად წარმართა და იმდენად საშიშროების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი ამ არასწორი პოლიტიკის შედეგად, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრისა და პოლიტიკური პერსონების კონსოლოდაციის მოთხოვნა. რამდენადაც ეს პოლიტიკური პერსონები დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ და ასეთი პოლიტიკური ბლოკის ერთობლივი კანდიდატი ამ არჩევნებში მე ვარ. ეს კონსოლიდირება ჩემი კანდიდატურის ირგვლივ მოხდა და თითოეულ მათგანს მადლობას ვუცხადებ“, – განაცხადა შავგულიძემ.

იტვირთბა....