ეკა ბესლიას ახალი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმებსა და შანსებზე, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა.
მისი თქნით, ბესელიას, კვაჭანტირაძისა და ფოფხაძის პარტიას შანსები აქვს საპარლამენტო პარტია გახდნენ.
“არ მგონია ბესელიას პარტიამ რაიმე რადიკალური ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ამ ყველაფერს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ის რომ ბარიერი გადალახონ და საპარლამენტო პარტია გახდნენ ამის შანსები აქვთ” – განაცხადა ხუხაშვიმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბესელიამ, კვაჭანტირაძემ და ფოფხაძემ ახალი პოლიტიკურ პარტია “სამართლიანობისთვის” დააფუძნეს.