ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას “სამართლიანობისთვის” აფუძნებს.
უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან.
„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.