ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

“მედიაცეტრი მთავარის”  ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს” – წერია სააგენტოს ვებგვერდზე.

ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.

“მეტრონომი” მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

ფოტო: “მედიაცეტრი მთავარი”

იტვირთბა....