ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა თავისუფლების მოედანზე, არამედ გარეჯზე – არქიმანდრიტი კირიონი

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე, – ეს განცხადება დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებთაბ საუბრისას გააკეთა.

კირიონის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღესასწაული სწორედ გარეჯზე გადის და არა თავისუფლების მოედანზე.

დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, ცეკვა-თამაშში, არამედ გარეჯზე გადის. თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უამრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს. ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება, მე შემიძლია გითხრათ, პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს, ვინაიდან, ხალხს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს არ შვება, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება მღელვარება, მოხდება ინციდენტი და მივიღებთ რაღაც უბედურებას და საბოლოო ჯამში, წააგებს კავკასია,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტს განცხადებით, დღეს სამუშაოები მორჩა, რადგან ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა.

„სამუშაოები დღეს მორჩა იმიტომ, რომ ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა იმიტომ, რომ იქ ქანები ისე არის კლდის, რომ მეტის მოთხრა შეუძლებელი იყო. დღეს იყო მოლაპარაკება და შეთანხმება ისეთი თითქოს, რომ ტექნიკა დილიდან გავიდოდა და სამუშაოებს აღარ გააგრძელებდა, მაგრამ დარჩენილი იყო, დაახლოებით, 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად,” – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.

საპატრიარქოს პრესსა,სახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ადგილზე, ფაქტობრივად, აღარ მუშაობს. თუმცა საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან.

იტვირთბა....