ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის 20- ზე მეტი სოფელი სეტყვამ დააზარალა

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.

სოფელ შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო ხვითში, ტყვიავში, ნიქოზსა და ერგნეთში სეტყვა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა. ადგილობრივების თქმით, სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები მნიშვნელოვნად დააზიანა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

“დაახლოებით 20 სოფელში იყო სეტყვა. ზოგგან ძლიერად, ზოგგან მსუბუქად. ზარალზე ჯერჯერობით არ შეგვიძლია საუბარი, მალე დავადგენთ ოდენობას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შიდა ქართლის სამსახურის ხელმძღვანელმა.

იტვირთბა....