ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ ახალქალაქში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

პოლიციამ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, უწყების სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში უკვე მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.

„ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ახალქალაქში კ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ვრცელდება მოსაზრება, რომ დაკავებული კიმ კუნგოიანი ოპოზიციის მხარდამჭერია. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აშოტ რაისიანმა გავრცელა. რაისიანმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა კუნგოიანს იარაღი ჩაუდეს.

იტვირთბა....