aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ ფაშისტური ჯგუფის, “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება დაასაბუთა და აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ჭელიძის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.

გამამტყუნებელმა განაჩენმა სასამართლო დარბაზში მსჯავრდებულის ოჯახის წევრდბისა და ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ჭელიძის უფლებადამცველი გადაწყვეტილებას განაჩენის ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გამოძიება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.

იტვირთბა....