ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდას თავიდან ვერ ავირიდებთ, თუ არ შევცვალეთ კანონმდებლობა” – ეკენომიკის სამინისტროს წარმომადგენელი

ქვეყანაში ფერხდება ჰესების მშენებლობა და არ გვაქვს იაფი ენერგიის წყარო, შესაბამისად მოხმარების ზრდის პირობებში, ტარიფების შესაძლო გაზრდა ბუნებრივია, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, ზაზა ჩიხრაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.

„ტარიფების ზრდას ვერანაირად ვერ ავარიდებთ თავს. ქვეყანა რომ ვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. თუ არ გაქვს ენერგია, ბუნებრივია, ტარიფი გაიზრდება, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს იაფი ენერგია?,“-აცხადებს ზაზა ჩიხრაძე.

გარდა ამისა, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ცვლილება და ენერგობაზრის ლიბერალიზაცია აუცილებელი და ყველასთვის სასარგებლო პროცესია.

“რეალურად, ყველა ფენას აწყობს ბაზრის გახსნა. უბრალოდ ის სეგმენტი, რომელიც იმ მომენტში მზად არ იქნება, არ გავა თავისუფალ ბაზარზე. საბოლოო პერსპექტივაში, თუ არ შევცვალეთ დღევანდელი კანონმდებლობა, ტარიფების გაზრდას უბრალოდ ვერ ავირიდებთ თავიდან, იმიტომ, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც შემოვა, მოითხოვს სახელმწიფოს გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვას, რაც თავისთავად გაზრდის ფასს,“- თქვა ჩიხრაძემ.

მასთანავე, მან აღნიშნა, რომ ენგურჰესის სრული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიოს გამომუშავება.

„როდესაც სრულად ჩატარდება სამუშაოები, რამდენიმე ასეული მეგავატით გაიზრდება გამომუშავება. ასე რომ ,სამომავლოდ 2-3 წლიან პრესპექტივაში, როდესაც ბაზრის გახსნა აქტიური იქნება , „ენგურჰესის“ გამომუშავება დააბალანსებს ტარიფების თემას,“-განაცხადა ჩიხლაძემ.

იტვირთბა....