ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთაწმინდაზე კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ ახალი სკვერისთვის ადგილი ოქროყანაში, ა ზონაში, გურამიშვილის ქ. №24-ის მიმდებარედ შეარჩია.

250 კვ.მ ფართობი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაგეგმარდა – დაიგო ბაზალტის ფილები, მოეწყო მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც ფანჩატური და ატრაქციონი განთავსდა.

სკვერში ასევე, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდა თბილი ნათების დიოდური ლამპიონები.

დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....