“აქ სინამდვილეში საკითხი მარტივადაა, თუ დააკმაყოფილებენ მაღაროელების მოთხოვნებს, მაშინ პარტია “ქართულ ოცნებას” ფული მოაკლდება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეალური მფლობელი იგორ კოლომოისკი მიჯირყვნა, იქ ძველი მმართველობა დააბრუნა, რომელიც “ლევად” პარტიის ყულაბას ავსებს, რასაც ქართული ოცნება არჩევნებზე ხმების საყიდლად იყენებს. ასე რომ საკითხი შემდეგნაირად დგას
მაღაროელები VS ქართული ოცნება”.
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” წევრი
მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორ კვირაზე მეტია, გაფიცული არიან.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
როგორც “მეტრონომს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რომან კუპატაძემ განუცხადა, მაღაროელებს გზები აქვთ გადაკეტილი. მისი განცხადებით, თუ შეთანხმბა ვერ შედგა, მოშიმშილეების გვამების გატანა მოუწევთ.
ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქციას ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებიც შეუერთდნენ.