საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას ყურადღებით აკვირდება.
“აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს მოლაპარაკების პროცესს. იმედი გვაქვს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული”, – წერს დეკანოზი.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.