ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დილის ექვსის ნახევარზე ვნახე, რომ ბავშვი იყო გარდაცვილი და ჩემი მეუღლე აღარ იყო სახლში”

7 თვის მოკლული ბავშვის მამის განცხადებით, ის მეუღლეზე ეჭვიანობდა, რადგან 16 წლის გოგონა მუდმივად მოკლეტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა, თუმცა მეუღლეს არ ეუბნებოდა ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია.

“დილის ექვსის ნახევარზე ვნახე, რომ ბავშვი იყო გარდაცვილი და ჩემი მეუღლე აღარ იყო სახლში” , – აცხადებს ბავშვის მამა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით,  სურდა გაერკვია, ვისთან ჰქონდა კონტაქტი მის მეუღლეს, მაგრამ ვერ ხვდება,  რამ აიძულა გოგონას იმის ჩადენა, რაშიც ბრალი ედება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.

იტვირთბა....