aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა.

სკვერში მოეწყო განათების სისტემა, განთავსდა ყველა შესაბამისი ინვენტარი და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და რულონური ბალახი დაიგო.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი გალამაზდა და კეთილმოეწყო, რომლის რეაბილიტაციასაც მოსახლეობა ითხოვდა. დიდი დიღომი საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და ვცდილობთ, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ჰქონდეს. მიმდინარე წელს დიდ დიღომში კიდევ ექვსი სკვერი რეაბილიტირდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 326 ლარი გამოიყო.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ასევე, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.

იტვირთბა....