aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბრალს არ ვაღიარებ” – ფარცხალაძე თორდიას ცემაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, მის გამოკითხვას სასამართლო არ გეგმავს.

“ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარემ უდაო გახადა, ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება სასამართლოს მიერ არსებითად გამოკვლეული, თუმცა მტკიცებულებების კანონიერი შეფასება რა თქმა უნდა მოხდება”, – განაცხადა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

“ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის, რომ როგორც ოთარს, ასევე მიხეილს ბრალი დაუსაბუთებლად აქვთ წარდგენილი. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით სამართლებრივად და ვიბრძვით ბოლომდე. ჩვენ გვინდა დროულად დამთავრდეს აღნიშნული ბრალდებით პოლიტიკური ვაჭრობა, დადასტურდეს ან უარყოფილი იქნას პირთა ბრალეულობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას, სასამართლოს დავუდასტუროთ წარდგენილი ბრალდების დაუსაბუთებლობა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყო. ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 28 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....