ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მოკლევადიანი მოვლენაა” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მოკლევადიანი მოვლენაა.

„ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნები თავისი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში“ – თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, “ექსპორტის მაჩვენებლი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი და მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება.“

„აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. თუმცაღა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მე დაგისახელეთ და ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი – ეს არის მოკლევადიანი ასახვა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით სამ თეთრზე მეტით გაუფასურდა.

იტვირთბა....