ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში ახალი ტიპის სატრენაჟორო კომპლექსების მოწყობა მიმდინარეობს.
Street Workout-ის ტიპის ტრენაჟორები დამატებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა.
გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მოსახლეობას ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვარტლის N3 კორპუსთან და წყნეთში, ამილახვრის N23-ში აქვს.
კომპლექსი რბილ საფარზე ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მოედნების მონტაჟი, გამგეობის დაკვეთით, შპს „მ.მ.“-მ განახორციელა.
ვაკის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონის მასშტაბით, მომავალშიც განაგრძობს.