aviabiletebi
მთავარი ციტატა

ხაინდრავა – შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს

“კარგად მახსოვს ბოკერიასა და უგულავას როლი (გირგვლიანის საქმეზე). ბოკერია არის ნაციზმის იდეოლოგი საქართველოში და ყველა დანაშაულში ლომის წვლილი მიუძღვის. ეგ იყო „გამპრავებელი“, ეგეც და უგულავაც. მთავრობის წევრი ვიყავი და არცთუ რიგითი, მე მიმყავდა ძირითადი მოლაპარაკებები რუსეთთანაც და მოლაპარაკებები კონფლიქტების საკითხზე. ამიტომ, ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. კარგად ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორ ჩაქანდა უგულავა სააკაშვილთან და დიდი სიამტკბილობა გამოაცხადეს. იგივე არის ახლაც. დღეს გირგვლიანის მკვლელებს და მწამებლებს წარმოადგენს შალვა შავგულიძე. მე მაქვს ფოტო, სადაც მარჯვნივ უზის ღვინიაშვილი, მარცხნივ უგულავა. ეს არის შალვა შავგულიძის სახე დღეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეჟისორი გოგა ხაინდრავა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე;

 

იტვირთბა....