“ნაციონალური მოძრაობიდან“ ადამიანები პარლამენტში კი არა, ზოლიანი პიჟამოებით უნდა ისხდნენ ციხეში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე “2020NEWS“-თან აცხადებს.
გია გაჩეჩილაძე საქართველოს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც იზიარებს, რომლის მიხედვითაც ექს-პრემიერი “ნაციონალებს” ციხეებით დაემუქრა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
“აქ გამოხატვის თავისუფლება არაფერ შუაშია. ადამიანები რომლებიც იგონებენ თემებს, იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან… თუ გაბედავენ და სახელმწიფოს დაუპირისპირდებიან და არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა შესაბამის პასუხს მიიღებენ. კანონი არ უნდა დაარღვიოს არავინ. არსად, არაფერი არ არის შეზღუდული. აგერ, დედის სულს იგინება ზოგიერთი ჟურნალისტი ტელევიზიიდან და არავინ მათ არ იჭერს, მაგრამ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოებას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები უნდა იყოს გატარებული. ფრთხილად იყოს ყველა, სახელმწიფოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ნუ შეეხებიან!“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ სააგენტოსთან საუბრისას.