მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
შავგულიძე პოლიტიკური პერსონების მიერ მის მიმართ მხარდაჭერას მხოლოდ მიესალმება.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს მხარდაჭერა, სააკაშვილის გარდა, სხვა ლიდერებმაც დააფიქსირეს.
„თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“, – თქვა შალვა შავგულიძემ.
19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგებით მთაწმინდის ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე (41,01%) და „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე (36,84%) დაუპირისპირდებიან. მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე ჩატარდება.