გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები გააჩერეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მანქანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გააჩერეს, „ჯორჯია მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნის. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, უკანონო გაფიცვის მონაწილედ მიიჩნევა.