ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედია: იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულები არიან საქართველოს მოქალაქეებიც

იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, “კურიერი” ავრცელებს.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება. ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაშვებულები არიან საქართველოს მოქალაქეებიც.  როგორც იტალიაში საქართველოს საკონსულო აცხადებს, მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება და იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

იტვირთბა....