თბილისის საქალაქო სასამართლომ, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულთაგან, 4-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, დანარჩენ შვიდს კი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის – გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.