ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში 9 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდში 9 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა.

მოზარდი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის წილის დაჟეჟილობა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....