არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია მეორე ტურზე – არავინ არავის ამუნათებს

“ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამომრჩეველს უნდა დაუბრუნდეს რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლის შეცვლა არჩევნების გზით შეცვლა.

როგორც გადაცემაში “რეაქცია” ხოშტარიამ განაცხადა, არავინ არავის არაფერს აძალებს.

“როგორ შეიძლება თავს ვინმეს დაესხა და პოლიტიკური პოზიციის არჩევა დააძალო? ეს თავად უნდა გადაწყვიტონ, ისინი არიან თავის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელნი. არავინ არავის ამუნათებს. ჩვენ, უბრალოდ, აქ ვსაუბრობთ თუ რა არის ჩვენი მთლიანად ოპოზიციის და ქვეყნის ამოცანა. აქედან გმაომდინარე, მიგვაჩნია, რომ კონსოლიდაცია შალვა შავგულიძის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ “ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები” იყვნენ წარმატებულნი და შალვა შევიდეს, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით ივანიშვილის შეცვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინერგება ნიჰილიზმი – შეუძლებელია ივანიშვილის არჩევნების გზით დამარცხება. დიახაც, უნდა შევძლოთ და შესაძლებელია მისი არჩევნების გზით დამარცხება. უნდა დავუბრუნოთ ამომრჩეველს რწმენა, რომ არჩევენბის გზით ივანიშვილს შევცვლით”, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსნებეთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ და ევროპული საქართველოს ერთიან კანდიდატ შავგულიძესა და „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

 

იტვირთბა....