აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხებში ე.წ. მინისტრის, ავთანდილ ღარცკიას განცხადებით, ბზიფში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ცენტრალური გზის გადაკეტვის შედეგად, ოკუპირებულმა აფხაზეთმა მილიონნახევარი რუსული რუბლი იზარალა.
ის იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, რადგან ეს ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
„ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, ტოვებენ ფულს, როდესაც ჩვენ ბაზრებში პროდუქტებს და საქონელს ყიდულობენ,“ – განაცხადა ღარცკიამ.
სატრანსპორტო კოლაფსი აფხაზეთში – ოპოზიციის გამოსვლებმა კილომეტრიანი საცობები შექმნა