აფხაზეთში ე.წ მთავრობის ოპოზიციამ გადაკეტა მთავარი საგზაო მაგისტრალი, რომელიც სოხუმიდან სოჭისკენ მიდის.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
მანიფესტაციის გამო შეიქმნა დიდი საცობი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ ახერხებენ გავლას.
რუსეთის ხელისუფლება მოუწოდებს საკუთარ მოსახლეობას, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან.
თავად ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე აფხაზეთში იმყოფებიან, უკმაყოფილებას გამოთქვამენ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გამო.
ოკუპირებული აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვს.
ე.წ.პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა აღნიშნული არჩევნების შემოდგომისთვის გადატანის საკითხს.