“სანდრა რულოფსი ბიძინას ტუტუცია, ამბობს გიორგი არველაძე.
ცოტა სერიოზულად. რამდენად შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებით შეცვლა, ლეგიტიმური საკითხია: პესიმიზმის რაციონალური საფუძველი არსებობს. მაგრამ იმ აზრის დამკვიდრება, რომ ეს აპრიორი შეუძლებელია, არის ბიძინას ინტერესებში. ამას ქვია „თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება (self-fulfilling prophecy).“ ეს ნიშნავს საზოგადოებისთვის იმის თქმას, რომ ბიძინას მაინც ვერ მოერევი, ამიტომ არჩევნებზე წავლას აზრი არა აქვს. ეს ნიშნავს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ რეალური ოპოზიცია ასოცირებულია არეულობის პერსპექტივასთან – რასაც ბიძინა უკვე აქტიურად აკეთებს.
მოკლედ, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, ბიძინას სასარგებლო ტუტუცია”
გია ნოდია – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი არველაძემგანაცხადა, რომ ვინც დღეს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ქადაგებს, ბიძინას ტუტუცია.